საქართველოში ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 2-ჯერ აღემატება. კერძოდ, თუ ბოლო 5 წლის განმავლობაში, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 6 მლრდ 688 მლნ დოლარი შეადგინა, ფულადი გზავნილების სახით 13,580 მლრდ დოლარი შემოვიდა. რაც შეეხება ბოლო სტატისტიკას, წელს, 3 კვარტლის ჯამური მონაცემებით, საქართველოში 1,388 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ფულადმა გზავნილებმა კი 2,239 მლრდ დოლარი შეადგინა, აქაც 2-ჯერ მეტი. რაც შეეხება კონკრეტულად მესამე კვარტალს, პიდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 316.0 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 61,5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო ფულადი გზავნილების შემთხვევაში მხოლოდ 15,1%-იანი შემცირება ფიქსირდება.