სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის შეფასებით, წელს, შეკრების თავისუფლებაში ჩარევისას, რიგ შემთხვევებში, პოლიციელებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. როგორც ომბუდსმენი ამბობს, საჭიროა ახალი კოდექსის შემუშავება, რადგან „საბჭოთა პერიოდის მოქმედი კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს“. იოსელიანის განცხადებაში მოხვდა პენიტენციურ სისტემაში არსებული არაფორმალური მმართველობა და საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა.