საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით მიმდინარე წელს რამდენიმე მთავარი პრობლემა გამოიკვეთა. მათი განცხადებით, 2023 წელს განვითარებული მოვლენები და სხვადასხვა მშვიდობიან შეკრებაზე სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეკრების თავისუფლება მომეტებულად იზღუდება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის გადამწყვეტია, რაც მათი სეფასებით ევროკომისიის რეკომენდაციებშიც აისახა.