სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში პროექტი „ჩვენი ჯარი’’ გრძელდება. თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საქართველოს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს შეხვდნენ. სტუდენტები თავდაცვის ახალი კოდექსით დაგეგმილ სიახლეებსაც გაეცნენ. მათ ინფორმაცია მიიღეს როგორც პროფესიული სამხედრო სამსახურის, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და რეზერვის სახეობების შესახებ.