203-ე ბატალიონის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს. ქვედანაყოფი პირველად ჩამოყალიბდა და შიდა ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა. ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი ოსიაურის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 36-დან 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. მომზადების კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა.