„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯომარე ახალ პარტიას აფუძნებს. ნიკა მელიას მიერ პარტიის დატოვებას პოლიტიკოსები კვლავ აქტიურად განიხილავენ. მელიას ამ გადაწყვეტილებას „ქართულ ოცნებაში“ დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებას არჩევანის გაკეთება გაუადვილდება.