გაერო-ს უშიშროების საბჭო რეფორმას საჭიროებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოთხოვნა უარყოფილია მხოლოდ აშშ-ის ვეტოს მიერ. ეს არის სამართლიანობა?! გაერო-ს უშიშროების საბჭო რეფორმას საჭიროებს“, - განაცხადა ერდოღანმა და დასძინა: „გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართ ჩვენ იმედი და მოლოდინი დავკარგეთ”.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო.