გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3 თვეში 2460 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს - Palitra News

გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3 თვეში 2460 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს

2023-12-09 14:26:49+04:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 4-ი სექტემბრიდან, საქართველოს 4-ხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლს დაიწყებენ. კანონის ამოქმედებიდან 3-მ თვეში, 2460 პირი დაჯარიმდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 1149 დარღვევა თბილისში გამოავლინეს, 525 შემთხვევა ქუთაისში დაფიქსირდა, 432 - ბათუმში, ხოლო 354 ფაქტი ქალაქ რუსთავში მოხდა.