საქართველოში ევროკავშირის მისია, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ევროპელი ელჩი საქართველოს ახსენებს, რომ "კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის გაფართოების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი 9-ა ნაბიჯიდან ეს არის ერთ-ერთი". ჰერჩინსკი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესი აქვს და ამის ნაწილად ის ანტიკორუცფიული ბიუროს შექმნას მიიჩნევს. ამავდროულად, ევროკავშირის ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი.