აშშ-მა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო. კენჭისყრის დროს რეზოლუციას მხარი საბჭოს 13-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, ხოლო ბრიტანეთმა თავი შეიკავა. გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდმა განაცხადა, რომ ამ პროცესს შესაბამისი კონსულტაციები დააკლდა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, რეზოლუცია „ჰამასის“ ქმედებებს არ გმობდა, რაც მიუღებელია. გარდა ამისა, ბრიტანეთის წარმომადგენელმა კენჭისყრისგან თავის შეკავება იმით ახსნა, რომ მისი ქვეყანა ვერ მიცემდა ხმას ისეთ რეზოლუციას, რომელიც „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეს არ გმობს.