ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ USAID-ის პროექტების განხორციელება აკრძალა. მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე შესვლა USAID-ის რეგიონულ ხელმძღვანელს, ჯონ პენელს აეკრძალა. სეპარატისტული რეჟიმის გადაწყვეტილებით, აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელთა მიზანია აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებსა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარება. ასევე აიკრძალა მედიაპროექტების დაფინანსება, რომელთა მიზანია აფხაზეთის ე.წ. საშინაო და საგარეო საკითხების გაშუქება. სეპარატისტული რეჟიმის ინფორმაციით, აშშ-ის განვითარების სააგენტომ წარადგინა 8 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი.