ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის მიერ საქართველოსთვის გადასახდელი კომპენსაცია 133-მილიონ ევროს აჭარბებს. მინისტრთა კაბინეტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ აღნიშნული თანხა დაუყოვნებლივ გადაიხადოს. ასევე გამოითქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება არ აქვთ. შეგახსენებთ, რომ რუსეთი 2022 წლის მარტში ევროსაბჭოდან გარიცხეს, თუმცა ოკუპანტი ქვეყანა გაეროს წევრად კვლავ რჩება და მონიტორინგის პროცედურებს ექვემდებარება.