გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს უკვე ღიად აკრიტიკებს. ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან არსად წასულა და „ქართულ ოცნებას“ კულისებიდან მართავს. როგორც გახარია აღნიშნავს, მმართველი პარტიის ლიდერები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს უშლიან. გიორგი გახარიას ინტერვიუს ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე გამოეხმაურნენ. ისინი ბიძინა ივანიშილს ოლიგარქს უწოდებენ და ყოფილ პრემიერ-მინისტრს „ქართული ოცნების“ მანკიერებზე ამომწურავად საუბრისკენ მოუწოდებენ.