79-დღიანი პაუზის შემდეგ პირველად, რუსეთმა კიევის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა. დღეს დილით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით ფრთოსანი რაკეტები გაუშვა. უკრაინის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ, მათი განეიტრალება შეძლო. რუსეთმა სარაკეტო იერიშები მიიტანა დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის ოლქებზეც, სადაც იერიშებს მსხვერპლიც მოჰყვა.