სააგენტო Frontex-მა ფინეთისა და რუსეთის საზღვრის მონიტორინგისთვის 55 თანამშრომელი გაგზავნა - აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ფინეთის მთავრობამ მიგრანტების შემოდინების გამო ყველა სასაზღვრო პუნქტის დროებით დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. Frontex-ის პრესსპიკერმა, პიოტრ სვიტალსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის საზღვრის დაცვის სააგენტოს 55 ოფიცერი ამჟამად ფინეთში იმყოფება და მათ შორის უმრავლესობა მესაზღვრეა. შეგახსენებთ, რომ 30-ი ნოემბრიდან ფინეთმა რუსეთთან საზღვარი სულ მცირე ორი კვირით მთლიანად დაკეტა. გადაადგილება მხოლოდ სატვირთო მატარებლებისთვისაა დაშვებული.