ისრაელის ჯარი სექტორში სახმელეთო ოპერაციას აგრძელებს. ქვეყნის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ გასული დღის განმავლობაში 450-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. ისრაელის ცნობით, აღნიშნული დარტყმები „ჰამასის“ სამხედრო შენაერთებზე, სადამკვირვებლო პუნქტებსა და იარაღის საწყობებზე განხორციელდა. ამასთან, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ქალაქ ხან-იუნისში „ჰამასის“ წევრების განადგურების მიზნით იერიში მიიტანეს. თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმების სერია დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა და ამის შედეგად, „ჰამასის“ არაერთი წარმომადგენელი დაიღუპა. გასული დღის განმავლობაში ღაზას სექტორს ისრაელის სამხედრო-საზღვაო ფლოტიც ბომბავდა.