აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შესახებ ტელეფონით ისაუბრეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საჭიროებას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა. ბაიდენმა ნეთანიაჰუს ასევე განუცხადა, რომ ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მეტი დახმარების მიწოდება „გადაუდებლად საჭიროა“.