ზურაბ დათუნაშვილმა კარიერა დაასრულა
ქართველმა მოჭიდავემ, ზურაბ დათუნაშვილმა კარიერა დაასრულა. სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა სურდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ამას ვერ მოახერხებს და ამიტომ კარიერას ასრულებს. დათუნაშვილი წერს, რომ ჭიდაობაში დარჩება და ეცდება, რომ სერბეთსა და საქართველოს დიდი დახმარება გაუწიოს.