რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღი ცნობილია. არჩევნები ქვეყანაში 2024 წლის 17 მარტს გაიმართება. თარიღი ფედერაციის საბჭომ უკვე დაამტკიცა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას თქმით, განიხილება სამდღიანი არჩევნების ჩატარების საკითხიც, ამ შემთხვევაში ხმის მიცემა 15, 16 და 17 მარტს გაიმართება. მისივე განმარტებით, დადგენილების ძალაში შესვლიდან, ანუ ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან, ქვეყანაში საარჩევნო კამპანია დაიწყება.