ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი ექსპროჯორჯიას მე-11 პავილიონში გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება რვა საათზე უნდა დასრულებულიყო, ორგანიზატორებმა ხალხთა დიდი ნაკადისა და თხოვნის გამო გადაწყვიტეს სამუშაო დრო 22 საათამდე გაეხანგრძლივებინათ. ფესტივალი სხვადასხვა კომპანიის საახალწლო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას, გრანდიოზულ აქციებსა და გასართობ პროგრამას აერთიანებს. "ბიბლუსის“, "პეპელას“, “XS სათამაშოების“ სრულ ასორტიმენტზე მომხმარებლები 40%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. თიბისის Visa სადებეტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, კი ქეშბექის სახით მომენტალურად თანხის 30%-ს იბრუნებენ. ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი, 10 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.