შრომის ინსპექციამ, ექიმებისა და ექთნებისთვის დაწესებული მინიმალური საათობრივი ანაზღაურების წესის დარღვევის გამო, 10 თვეში, 31 სამედიცინო დაწესებულება დააჯარიმა. ინსპექციამ 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ნოემბრამდე 354 დაწესებულება შეამოწმა, საიდანაც 47 კლინიკაში მინიმალურ ზღვარზე ნაკლები საათობრივი ანაზღაურების გაცემა გამოვლინდა.