თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ორგანიზებით რისკების მართვის მეორე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა - Palitra News

თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ორგანიზებით რისკების მართვის მეორე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

2023-12-07 17:01:38+04:00

თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ორგანიზებით რისკების მართვის მეორე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიება თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა გახსნეს. მათ რთულ, არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში რისკების მართვისა და ამ კუთხით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.