პროკურატურა არ ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. გამოძიებით დადგენილია, რომ 4 დეკემბერს, ბათუმში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლის მიმართ ძალადობა განახორციელა. პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.