ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდი იმ პირების ნაწილს ასახელებს, ვინც მათი აზრი, ბიუჯეტის ფულით მდიდრდებიან. პარტია საქართველოსთვის წევრების აზრით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს სანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძის, აირზენას დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილისა და მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის შემოსავლებით. გახარიას გუნდს მალევე უპასუხა მმართველმა პარტიამ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, ყოფილ პრემიერს ფაქტები ამ დრომდე არ წარმოუდგენია, რაც მის განცხადებებს ჭორაობად აქცევს