მიკრო საფინანსოების პორტფელის 50%-მდე ლომბარდულ სესხებზე მოდის. კერძოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 1 მილიარდ 645 მილიონი ლარის სესხი გასცეს. აქედან მილიარდ 619 მილინი ლარი ფიზიკურ, ხოლო - 25 მილიონ ლარზე ცოტა მეტი იურიდიულ პირებზე გაიცა. რაც შეეხება სასესხო პორტფელს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ყველაზე მეტი სალომბარდე სესხი გასცეს, დაახლოებით 810 მილიონი ლარის, შემდეგ მოდის სამომხმარებლო სესხები, ვაჭრობა და მომსახურება, სოფლის მეურნეობა და განვადება. ცნობისათვის, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, წელს 9 თვეში მისო-ებმა 90 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს.