„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დასრულდა. მონაწილეებს კურსის დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიულოცა. მან კურსების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. წელს „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კური“ მეორედ ჩატარდა და ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხვადასხვა უწყებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვის, ქვეყნის უსაფრთხოების ფორმირების პროცესში თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობის, ასევე კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარების საშუალება ჰქონდათ.