პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. გამოძიებით დადასტურდა, რომ ფინანსური დანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევმა პირმა, ოფიციალური შემოსავლის წყაროს არარსებობის პირობებში, მის ხელთ არსებული გაურკვეველი წარმომავლობის თანხის კანონიერი სახის მისაცემად, სამი ძვირადღირებული უძრავი ქონება შეიძინა, რითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია მოახდინა. აღნიშნული დანაშაული 10 წლის ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.