19-ი არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების სამინისტროსთან მასწავლებლების პროტესტს ეხმაურება. ორგანიზაციები უწყებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ , რათა პედაგოგებს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნათ. ისინი სამინისტროს რამდენიმე თხოვნით მიმართავენ. უკვე მესამე დღეა, რაც დირექტორობის შესარჩევ კონკურში მონაწილე მაია ეკალაძე განათლების სამინისტროსთან შიმშილობს. მასთან ერთად სამინისტროს წინ მისი ორი კოლეგაც იმყოფება.