ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. კონფლიქტის ყველაზე ცხელ წერილად კვლავ ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქი ხან-იუნისი რჩება. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ ქალაქის ცენტრალურ ნაწილამდე მიაღწიეს. პალესტინურ მედიასაშუალებებში კი ამბობენ, ისრაელის ტანკებმა ჩრდილოეთ ღაზაში ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი ალყაში მოაქციეს. ამავდროულად, გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ღაზას სექტორში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია. ის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმების შეწყვიტისკენ მოუწოდებს. ბოლო ორ თვეში „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტს 1 200-მდე ისრაელელი და 16 200-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.