საქართველოს პრეზიდენტმა, ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდა სპორტსმენებს უმასპინძლა. პრეზიდენტის სტუმრები ხელმოწერების კამპანიას – „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ. სალომე ზურაბიშვილმა სპორტსმენებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხელმოწერების კამპანია პრეზიდენტმა 8 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, 10-თ დეკემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებს დისტანციურად შეხვდება. შეხვედრის მიზანია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თხოვნით, რაც შეიძლება მეტმა ემიგრანტმა ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ქვეყნების ლიდერებს ხმა მიაწვდინოს.