მიიღებს თუ არა ოპოზიცია ევროკომიის 9 რეკომენდაციის შესრულებაში მონაწილეობას. სამთავრობო გუნდი ოპონენტებთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს, თუმცა აქვე ვარაუდობს, რომ 12-ი რეკომენდაციის შესრულების მსგავსად, ოპოზიციის ნაწილი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში დარჩება. ზოგიერთი ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დაპირისპირება უნდა დაივიწყონ და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდნენ. მათი ნაწილი კი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციების შესრულება რეალურად არ უნდა და ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.