თაღლითური ჯგუფების მიერ ორგანიზებული არაკეთილსინდისიერი გარიგებები და დაზარალებული მოსახლეობა. თბილისში, სამგორის რაიონში "სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობა" დაანგრიეს. თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან, არ შევიდნენ არაკეთილსინდისიერ გარიგებებში თაღლითურ ჯგუფებთან, რომელიც მათ სახელმწიფო მიწების დაკანონებას ჰპირდებიან. თემის დეტალებს სალომე ჯაფარიძის სიუჟეტიდან გაეცნობით.