დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმით გაწერილი ცვლილებები, რომლითაც იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ეკრძალებათ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა აღსანიშნავია ისიც, რომ დაგეგმილი ცვლილებებით ასევე კვალიფიციური სუბიექტების მხრიდან საბიუჯეტო სახსრების ათვისების ზედა ზღვარიც მცირდება.ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, იურიდიული პირები, ხელისუფლების შიშით, ოპოზიციის დაფინანსებისგან თავს უკვე დიდი ხანია იკავებენ. თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს მმარველ გუნდს. ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის კრიტიკას არასერიოზულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ პარტიების დაფინანსების წესის ცვლილება, ეუთო-სა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციით ხდება. აღსანიშნავია ისიც რომ პარტია გირჩს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი ინიციატივა შეაქვს. რას გულისხმობს პარტია "გირჩის" ინიციატივა და რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებაზე თემის დეტალებს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი საკანონმდებლო ორგანოდან გაგვაცნობს.