ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე შოთა რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სპეციალურად ამ დღისთვის, თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა მოეწყობა. 16 დეკემბრიდან კი საახალწლო სოფელი გაიხსნება, რომელიც ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღს მოიცავს. მოეწყობა საციგურაო ყინულის მოედანიც და ადგილზე სხვადასხვა ფესტივალი გაიმართება.