პარტია ლელო საქართველოსთვის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პენსიების ათას ლარამდე ზრდას აანონსებს. პარტიის წევრების განცხადებით, "ეს რეალური გეგმაა" და არა წინასაარჩევნო დაპირება. პარტიაში ამბობენ, რომ ინიციატივა უკვე დათვლილი და შეფასებულია ეკონომისტების მიერ და პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა უკვე მომავალი წლიდან არის შესაძლებელი. ბრიფინგზე პარტიის წევრებმა აღნიშნეს რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ბიუჯეტი 60 მილიარდამდე გაიზრდება.