დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმით გაწერილი ცვლილებები, რომლითაც იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ეკრძალებათ, კვლავ ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. დაგეგმილი ცვლილებებით კვალიფიციური სუბიექტების მხრიდან საბიუჯეტო სახსრების ათვისების ზედა ზღვარიც მცირდება. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, იურიდიული პირები, ხელისუფლების შიშით, ოპოზიციის დაფინანსებისგან თავს უკვე დიდი ხანია იკავებენ. თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს მმარველ გუნდს. ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის კრიტიკას არასერიოზულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ პარტიების დაფინანსების წესის ცვლილება, ეუთო-სა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციით ხდება.