აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ახალი სავიზო პოლიტიკის შესახებ განაცხადა, რომლის მიზანია, რომ დასავლეთ სანაპიროზე არსებული ექსტრემისტების შეერთებულ შტატებში ჩასვლა თავიდან აიცილოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ამ პოლიტიკას როგორც ისრაელის, ისე პალესტინის მიმართაც გამოიყენებს. ბლინკენმა აღნიშნა, რომ დასავლეთ სანაპიროზე არსებული არასტაბილურობა ისრაელსა და პალესტინელ ხალხს ზიანს აყენებს და ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს საფრთხეს უქმნის.