იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აეკრძალებათ - აღნიშნულ საკითხს ქართველი პოლიტიკოსები კვლავ აქტიურად განიხილავენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ უკვე დიდი ხანია, რაც იურიდიული პირები, მთავრობის შიშით, ოპოზიციის დაფინანსებისგან თავს იკავებენ. განსხვავებული პოზიცია აქვს მმარველ გუნდს. ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის კრიტიკას არასერიოზულს უწოდებენ და ამბობენ, რომ პარტიების დაფინანსების წესის შეცვლა ეუთო-სა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციით ხორციელდება.