კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს უმასპინძლა.პრეზიდენტმა, მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, ღირსების მედლით დააჯილდოვა „ცოდნის კაფეს“ თანაშემქმნელები და მოხალისეები - დავით ბერიაშვილი და და-ძმა გიორგი და სოფი ყარალაშვილები, რომლებიც შოვის ტრაგედიას ემსხვერპლნენ.