დაადებს თუ არა უნგრეთი ვეტოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს და რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე - ოპოზიცია აცხადებს რომ ვიქტორ ორბანი, რომელიც მათი აზრით, პრორუსული ნაბიჯებით გამოირჩევა, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით კი ორბანსა და ევროკავშირს შორის დაწყებული საუბარი სხვა ხასიათისაა და ის საქართველოს არ ეხება. რას წერს ევროპული მედია კულუარებში არსებული კომუნიკაციის შესახებ მერაბ პაპაშვილის სიუჟეტიდან გავიგებთ.