"ნაციონალურ მოძრაობას" ძველი წევრები ყოველდღიურად ტოვებენ -ზუგდიდის შემდეგ პარტია წყალტუბოსა და ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დატოვეს - Palitra News

"ნაციონალურ მოძრაობას" ძველი წევრები ყოველდღიურად ტოვებენ -ზუგდიდის შემდეგ პარტია წყალტუბოსა და ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დატოვეს

2023-12-05 19:16:30+04:00

"ნაციონალურ მოძრაობაში“ კვლავ კრიზისია. უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიას ძველი წევრები ყოველდღიურად ტოვებენ. ზუგდიდის შემდეგ პარტია წყალტუბოსა და ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დატოვეს. ისინი ამბობენ, რომ ამის მიზეზი პარტიაში არსებული არაფორმალური მმართველობაა. პარტიიდან წასულები ამტკიცებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მიხეილ სააკაშვილი ჩართული არ არის - აღნიშნულის შესახებ პარტიის ყოფილმა წევრმა, გიორგი კირთაძემ ჩვენს ტელეარხზე, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, რას ამბობენ ამასთან დაკავშირებით ამავე პარტიისა და ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები, ამას სალომე ჯაფარიძე გაგაცნობთ.