6 დეკემბრიდან ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია თოვა - Palitra News

6 დეკემბრიდან ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია თოვა

2023-12-05 15:56:09+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 დეკემბერს დღის მეორე ნახევრიდან 7 დეკემბრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.

მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.