მხოლოდ წელს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 36 მლნ ლარზე მეტი უიმედო სესხების კატეგორიაში გადაიყვანეს. ეროვნული ბანკის კონსოლიდირებული ფინანსური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, მისო-ებმა ჯამში მილიარდ 645 მილიონი ლარის სესხი გასცეს, საიდანაც 36 მილიონ 685 ათასი ლარი უიმედო კატეგორიის კლიენტებს ეკუთვნის. გარდა ამისა, გაცემული სესხებიდან 13 მილიონ 388 მლნ ლარი საეჭვო კატეგორიაში გადის, 28 მილიონზე მეტი არასტანდარტულში, ხოლო 53 მლნ ლარზე მეტი კი საყურადღებოში. ცნობისათვის, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, წელს 9 თვეში მისო-ებმა დაახლოებით 90 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს.////
ბანკების მიმართ კი მომხმარებელთა პრეტენზიები ისევ იზრდება. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, წელს, ოქტომბერში, კომერციული ბანკების მიმართ მომხმარებლების მხრიდან 2 685 საჩივარი დაიწერა, რაც არა მარტო წლის განმავლობაშია ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, არამედ, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემსაც თითქმის ორჯერ აჭარბებს. კერძოდ, 2023 წლის სექტემბერში, მათ მიმართ ჯამში 1 222 პრეტენზია დაფიქსირდა, ხოლო აგვისტოში - 1 635; რაც შეეხება წინა წლის ოქტომბრის მაჩვენებლებს, ბანკების მიმართ 1 658 საჩივარი დაიწერა. ამავე მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში, მომხმარებლების მხრიდან ყველაზე მეტი პრეტენზია სამომხმარებლო სესხებსა და მიმდინარე ანგარიშებზე დაფიქსირდა