იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აეკრძალებათ და საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნულ რეფორმას დაჩქარებული წესით განიხილავს. დაგეგმილი ცვლილებებით, ასევე კვალიფიციური სუბიექტების მხრიდან საბიუჯეტო სახსრების ათვისების ზედა ზღვარიც მცირდება. ხელისუფლების განმარტებით, პარტიების დაფინანსების წესის შეცვლა, ეუთო-სა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციით ხდება. განსხვავებულია ოპოზიციის არგუმენტები. ისინი ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორებს ატყუებს და აღნიშნული ცვლილება არაფრის მომტანია. კიდევ რას ამბობენ ამასთან დაკავშირებით ქართველი დეპუტატები