ტანზანიაში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 49-მდე გაიზარდა, ასევე სტიქიის შედეგად დაშავებულია 85-ზე მეტი ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ეს მონაცემები, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. მედია წერს, რომ დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. ძლიერი წვიმა ქალაქ კატეშში, დედაქალაქ დოდომადან 300-ს კილომეტრში, შაბათს დაიწყო. ტანზანიის მეტეოროლოგიური სააგენტოს გაცხადებით, წვიმები დეკემბერშიც გაგრძელდება.