ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ბელგიაში, ფრინველის გრიპი, H5N1-ი გავრცელდა, რის გამოც 20 000 ფრინველი განადგურდა. მედიის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გრიპი ბელგიის მეზობელ ქვეყნებშიც აღმოაჩინეს - კერძოდ კი საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში. ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ევროპაში ფრინველის გრიპის ეპიდემიამ 2021-თ და 2022-რ წლებში ყველაზე მძიმე შედეგები გამოიწვია.