ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ვეტო დაადო კანონს, რომელიც უკრაინისთვის ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდებას ითვალისწინებს. აღნიშნულ კანონს პარლამენტში ხელახლა განიხილავენ. ვეტოს მიზეზად ბულგარეთის პრეზიდენტი ასახელებს იმას, რომ პარლამენტის წევრები დახმარების კონკრეტულ პარამეტრებს საკმარისად ვერ გაეცნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ შესაბამისი კანონის რატიფიცირებისას შსს-ს წინაშე არსებული ამოცანები, სასაზღვრო პოლიციისა და სახანძრო უსაფრთხოების საჭიროებები გათვალისწინებული არ იყო.