თეთრი სახლის ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო ოფისის დირექტორმა, შალანდა იანგიმ კონგრესის ლიდერებს წერილი გაუგზავნა. წერილის თანახმად, კონგრესის მოქმედების გარეშე, რესურსები უკრაინისთვის მეტი იარაღისა და აღჭურვილობის შესაძენად, ისევე როგორც ამერიკული სამხედრო მარაგიდან აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად წლის ბოლომდე ამოიწურება. წერილში აღნიშნულია, რომ კონგრესის უარი ახალი მხარდაჭერის დამტკიცებაზე ფრონტის ხაზზე უკრაინის პოზიციებს შეასუსტებს, რუსეთის სამხედრო გამარჯვების ალბათობას კი გაზრდის.