ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სასამართლო პროცესი განახლდება. საქმეს იერუსალიმის სასამართლო განიხილავს. პროცესი 7 ოქტომბრის თავდასხმის გამო გადაიდო. გასულ კვირას კი ბრძანების მოქმედების ვადა, რომელიც ომის დაწყების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა, სასამართლოებისთვის გამოსცა ამოიწურა. სასამართლოების უმეტესობას ნორმალური ფუნქციონირების განახლება დაევალა. მედიის ინფორმაციით, ნეთანიაჰუ ამჟამად გათავისუფლებულია სხდომებზე დასწრებისგან, მაგრამ შესაძლოა, რამდენიმე თვეში ჩვენების მისაცემად გამოიძახონ. ნეთანიაჰუს ქრთამის აღების, თაღლითობისა და ნდობის დარღვევის ბრალდებები აქვს წაყენებული. თავად ისრაელის პრემიერ-მინისტრი დანაშაულს უარყოფს.