რუსმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონში ტყვედ ჩაბარებული უიარაღო უკრაინელი ჯარისკაცები მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.ოფიციალური კიევი ამ ფაქტს საერთაშორისო კანონდებლობის უხეშ დარღვევად და ომის დანაშაულად აფასებს. არსებობს სისასტიკის ამსახველი კადრებიც ,რომელიც თავდაპირველად ტელეგრამ არხებზე გავრცელდა. ჩანაწერში ორი უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯაა ნაჩვენები.